ივან რაკიტიჩმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და მენეჯერობას იწყებს
ვეტერანმა ხორვატმა ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა კარიერა დაასრულა. ფეხბურთელის კარიერის შემდეგ, 37 წლის რაკიტიჩი სამენეჯერო საქმიანობას დაიწყებს.
ბაზელის, გელზენკირხენის შალკეს, სევილიას, ბარსელონას და ალ-შაბაბის შემადგენლობაში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი გასულ სეზონში სპლიტის ჰაიდუკში ირიცხებოდა.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ივან რაკიტიჩი ადმინისტრაციული საქმიანობების შესრულებით დაკავდება.
ხორვატულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელიც ეყოლება, ურუგვაული წარმოშობის ესპანელი, გონსალო გარსია.
კარიერის განმავლობაში, ივან რაკიტიჩმა, რომელიც შვეიცარიაშია დაბადებული და ამ ქვეყნის ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა, 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ამ ქვეყნის თასი, ორჯერ სუპერ თასი, თითო ჯერზე კი გერმანიისა და შვეიცარიის თასები, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერ თასი მოიგო. ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ივან რაკიტიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.