Belive

ხამეს როდრიგესმა ოლიმპიაკოსი დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოლიმბიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ფეხბურთელმა - ხამეს როდრიგესმა, ბერძნული გრანდი "ოლიმპიაკოსი" ოფიციალურად დატოვა.

მან კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

31 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი ბერძნულ გრანდში 2022 წლის ივნისიდან თამაშობდა. ხამესმა ჯამში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო.

ხამესი თავისუფალი აგენტის სტატუსტით ისარგებლეს და მისი დამატება სრულიად უსასყიდლოდ ნებისმიერ კლუბს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ხამესს არაერთ გრანდში უთამაშია: "პორტო", "მონაკო", "რეალი", "ბაიერნი" და "ევერტონი".

სხვა სტატიები