Belive

"დიდი ალბათობით კარიერას აქ დავასრულებ" - ხუან მატა ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 36 წლის ხუან მატა კარიერას ავსტრალიაში, კერძოდ კი "ვესტერნ სიდნეი უონდერერსიში" გააგრძელებს.

ხუან მატამ ავსტრალიულ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით დარჩება.

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "ვესტერნ სიდნეი უონდერერსი" სავარაუდოდ მისი კარიერის ბოლო კლუბია და კარიერას აქვე დაასრულებს.

"მე ვგრძნობ მადლიერებას და აღფრთოვანებული ვარ ამ ახალი თავგადასავლებით. მოუთმენლად ველოდები სხვა ლიგაში კიდევ ერთი ჩემპიონატის მოგებას." - ხუან მატა

შეგახსენებთ, რომ ხუან მატა წლების განმავლობაში: "მადრიდის რეალში", "ვალენსიაში", "ჩელსიში", "მანჩესტერ იუნაიტედში"; "გალათასარაიში" და "ვისელ კობეში" თამაშობდა.

მატა ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები