ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან მოხსნეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის. 68 წლის სპეციალისტი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს.
ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ბოლო პერიოდში პოლონეთის ნაკრების შედეგები არც ისე სახარბიელო იყო. მათ ევროპის ჩემპიონის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 3 ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს. პოლონელები ჯგუფში დამარცხდნენ ალბანეთთან, მოლდოვასთან, ჩეხეთთან და მათი ევროპის პირველობაზე გასვლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშს 2016 წელს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
Poland are set to sack Fernando Santos as head coach, as expected. ⛔️🇵🇱
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 13, 2023