ხამეს როდრიგესი მექსიკურ კლუბში გადავიდა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი მექსიკის Liga MX ჩემპიონატში გადავიდა, 33 წლის ფეხბურთელმა მექსიკურ "ლეონთან" გააფორმა კონტრაქტი. ბოლოს ხამესი "რაიო ვალეკანოში" ასპარეზობდა, სადაც კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ლეონს" შეუერთდა.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მექსიკური კლუბი ხამესის თავიანთ გუნდში გადასვლას ადასტურებს.
კოლუმბიელი ფეხბურთელი კარიერის მანძილზე ბევრ კლუბში თამაშობდა, ესენია: "ენვიგადო", "ბანფილდი", "პორტუ", "მონაკო", "რეალ მადრიდი", "ბაიერნი", "ევერტონი", "ალ რაიანი", "ოლიმპიაკოსი", "სან პაულო", "რაიო ვალეკანო".
ხამესს კარიერის ყველაზე კარგი პერიოდი მადრიდის "რეალსა" და "ბაიერნში" თამაშის დროს ჰქონდა.
𝐃𝐄𝐂𝐈𝐌𝐔𝐒 "𝐗"@jamesdrodriguez 🦁 pic.twitter.com/o98EwyTMsb
— Club León (@clubleonfc) January 13, 2025