Belive

ხამეს როდრიგესი: "ფეხბურთელისთვის მადრიდის რეალზე დიდი მწვერვალი არ არსებობს..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ყოფილმა და ამჟამად "სან პაულოს" 32 წლის ფეხბურთელმა - ხამეს როდრიგესმა საინტერესო ისტორია გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "სამეფო კლუბში".

"2014 წელს მაგარი მსოფლიო ჩემპიონატი გამომივიდა, ისევე როგორც მე, ასევე ჩემს ნაკრებს.

მგონია, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში, მსოფლიო თასზე ჩემი თავის საუკეთესო ვარიანტი ვაჩვენე და დამიფასდა. არასდროს დამავიწყდება, თუ რამხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი. დღეში მინიმუმ 10-15 კლუბის წარმომადგენელი მიკავშირდებოდა და ჩემი გადაბირებით იყვნენ დაინტერესებულნი.

ასეთი გუნდები იყვნენ: "პსჟ"; "მანჩესტერ სიტი"; "ბარსელონა"; "ბაიერნი" და კიდევ მრავალი სხვა გრანდი, თუმცა როდესაც მადრიდის "რეალიდან" დამირეკეს, არასდროს დამავიწყდება ჩემი რეაქცია თუ როგორი სიამაყით ავივსე. არცერთი წამით არ მიფიქრია იმ ფაქტის შესახებ, რომ სხვა კლუბში გადავსულიყავი.

წავედი რეალში და იქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პერიოდი. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი და ყველაფერი წინ მქონდა, მადრიდის "რეალი" არის კლუბი, რომელიც ყველა ფეხბურთელისთვის მაქსიმალური მწვერვალია.

ამაყი ვარ, რომ ამ კლუბის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვიყავი და ვამაყობ ყველაზე დიდ კლუბში გატარებული თითოეული წამით..." - ხამეს როდრიგესი

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი "სამეფო კლუბში" 2014-2020 წლებში თამაშობდა, ამ პერიოდში, კერძოდ კი 2017-2019 წლებში "რეალმა" ხამესი "ბაიერნში" გაანათხოვრა, თუმცა 2019 წლიდან კოლუმბიელი ვარსკვლავი მადრიდულ კლუბში დაბრუნდა.

ხამესმა ევროპის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით 125 მატჩი ჩაატარა, სადაც 37 გოლის გატანა და 42 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ამ პერიოდში კი მან "რეალთან" ერთად 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული.

სხვა სტატიები