Belive

ხაბი ალონსოს ეფექტი - ლევერკუზენის ბაიერმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლევეკურზენის "ბაიერი" 2023/24 წლების საფეხბურთო სეზონის სტარტზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ, გუნდს მარცხი არ განუცდია და დაგროვებული 25 ქულით გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ამავე დროს, "ფარაცევტები" ევროპულ ტურნირზეც ძალიან კარგად გამოიყურებიან. ევროპა ლიგის H ჯგუფს გერმანელები 3-დან 3 გამარჯვებით ლიდერობენ.

ხაბი ალონსოს მიერ გაწვრთნილი გუნდის კარგი სათამაშო ფორმა გუნდის ისტორიულ რეკორდშიც აისახა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ზედიზედ 8 მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 1979 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც გუნდი გერმანიის რანგით ყველაზე მაღალ საფეხბურთო ლიგაში აღზევდა და უწყვეტადაც თამაშობს, ეს რეკორდია. ამაზე მეტი მატჩი მიჯრით ლევერკუზენელებს არასდროს მოუგიათ.

აქამდე, რეკორდი 2001/02 წლების სეზონში 7 მატჩი იყო, როცა გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კლაუს ტოპმიოლერი თავკაცობდა, მისი ხელმძღვანელობით, იმ სეზონში გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გააღწია.

სხვა სტატიები