კერიკის წასვლის დრო ახლოვდება | მანჩესტერი მწვრთნელის გათავისუფლებას განიხილავს
მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელი პირები დღეს, მონაკოში შეიკრიბებიან. ამ შეხვედრაზე შესაძლოა მაიკლ კერიკის მომავალი საბოლოოდ გადაწყდეს. თავად კერიკი კი, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
მოსალოდნელია, რომ იუნაიტედი კერიკის გათავისუფლებას დღეს ოფიციალურად დაადასტურებს. მის ადგილს კი ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო დაიკავებს. კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ომარ ბერადა და საფეხბურთო დირექტორი, ჯეისონ უილკოქსი, კერიკის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სერ ჯიმ რეტკლიფთან შეხვედრას გეგმავენ.
ბერადა და უილკოქსი სამხრეთ საფრანგეთში გუშინ გაემგზავრნენ, სადაც INEOS-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. საკუთარ ინიცაიტივას რეტკლიფს ისინი დღეს წარუდგენენ. არსებული ვითარება მიანიშნებს, რომ ინგლისელ სპეციალისტს გუნდის შედეგების გაუარესება და პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაში აღმოჩენა ძალიან ძვირად დაუჯდება.
ინგლისური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, კლუბის წყაროები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამ გადაწყვეტილების მისაღებად, კლუბის თანათავმჯდომარეების, ჯოელ და ავრამ გლეიზერების თანხმობაცაა საჭირო.
როგორც ცნობილია, "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობას სურს, კერიკს გადაწყვეტილების შესახებ, პირადად აცნობოს. ამიტომ, გათავისუფლების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება, შესაძლოა, ხუთშაბათმდე გადაიდოს.
🚨 Michael Carrick, at Carrington today to lead Manchester United training again — same as yesterday.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 11, 2026
No formal communication from the club on his future yet but from today expected any moment.
The expectation remains for Carrick to be sacked, waiting for Sir Jim Ratcliffe… pic.twitter.com/aiojvRrQfS