Belive

კემპესი: ,,პსჟ-ს ფანებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ მესი მათ გუნდში ისე არ თამაშობს, როგორც კატარში ითამაშა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე კვირის წინ, ,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებმა ,,ლიონთან” მატჩის წინ, პარიზული გუნდის თავდამსხმელს, ლეო მესის უსტვინეს, რასაც არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარიო კემპესი გამოეხმაურა:

,,აი, რა ხდება: ის თამაშობს საფრანგეთში, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინას შეხვდა და დამარცხდა, მესი კი მატჩის ვარსკვლავი გახდა.

,,პსჟ-ს'' გულშემატკივრებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მათ გუნდში ისე არ თამაშობს, როგორც კატარში,'' - კემპესის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები