პსჟ მესამეა - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-ის ვერსიით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი მიუნხენის ბაიერნია.
ტურნირის დაწყებამდე ვებგვერდი წერდა, რომ ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, პარი სენ ჟერმენს ჰქონდა, თუმცა განვლილი 2 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდმა მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.
Top ხუთეულში, ასევე, მანჩესტერ სიტი, რეალი და ფლამენგო მოხვდნენ.
ჩემპიონობის ყველაზე მცირე შანსი სიეტლ საუნდერსს აქვს, რომელიც დღეს პსჟ-ს მეტოქე იქნება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 10 მთავარი ფავორიტი:
ბაიერნი
მანჩესტერ სიტი
პსჟ
რეალი
ფლამენგო
იუვენტუსი
ბოტაფოგო
ჩელსი
პალმეირასი
დორტმუნდი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 13 ივლისს, ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გაიმართება.