კეინმა ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, ინგლისის ეროვნული ნაკრების ოცნების გუნდი დაასახელა.
30 წლის თავდამსხმელმა 4-4-2 ტაქტიკა შეარჩია:
მეკარე - ჯორდან პიკფორდი
მცველები - ჯონ ტერი, ჰარი მაგუაიერი, კაილ უოკერი, ეშლი კოული
ნახევარმცველები - ფრენკ ლამპარდი, სტივენ ჯერარდი, დევიდ ბექჰემი, რაჰიმ სტერლინგი
თავდამსხელები - მაიკლ ოუენი, უეინ რუნი
მიმდინარე სეზონში ჰარი კეინის ანგარიშზე ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 44 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა,
ინგლისი ევრო 2024-ზე C ჯგუფში, სლოვენიის, სერბეთისა და დანიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საუტგეიტის გუნდი პირველ მატჩს 16 ივნისს, სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.