Belive

ინგლისში საუთგეიტის შემცვლელად გვარდიოლას კანდიდატურაც განიხილება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წელი პეპ გვარდიოლასთვის "მანჩესტერ სიტიში" ბოლო წელი იქნება. ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტის ამოწურვამდე 12 თვე დარჩა და ამის ფონზე, მისი ახალი სამსახურის შესახებ ჭორებიც გავრცელდა.

The Mirror-ის მტკიცებით, გვარდიოლასთვის ყველაზე მოსალოდნელი სამსახური ინგლისის ნაკრების თავკაცობა იქნება. საუთგეიტის გაშვების შემდეგ, FA-მ შესაძლოა პეპი მთავარ კანდიდატად განიხილონ.

როგორც იცით, თავად გვარდიოლას ნაკრებში მუშაობის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. როგორც goal.com წერს, მიუხედავად იმისა, რომ პეპი ესპანელია "როხა" დე ლა ფუენტეს ვერ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ მედიაში ინგლისის მომავალ მწვრთნელებად მაურისიო პოჩეტინო, თომას ტუხელი, გრემ პოტერი და ედი ჰაუ განიხილებიან.

სხვა სტატიები