კეინი ლევანდოვსკის რეკორდზე: ,,წარმოუდგენელი შედეგია, მისი გაუმჯობესება რთული იქნება''
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელს, ჰარი კეინს, რობერტ ლევანდოვსკის რეკორდის შესაძლო გაუმჯობესებაზე ჰკითხეს, რაც ბუნდესლიგის 1 სეზონში გატანილ გოლებს გულისხმობს:
,,ვფიქრობ, ჩემი სტარტის გათვალისწინებით, ეს შესაძლებელია, თუმცა ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
ასეთი დონე კიდევ 4-5 თვით უნდა შევინარჩუნო. ფეხბურთში ყველაზე რთული სწორედ სტაბილურობის შენარჩუნებაა. ეს წარმოუდგენელი შედეგია, რომლის გაუმჯობესებაც რთული იქნება. თუმცა, ასეთი მიზნებისკენ სწრაფვა ძალიან მიყვარს.'' - ჰარი კეინი
ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ 41 გოლი გაიტანა, რაც გერმანიის ჩემპიონატში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
მიმდინარე სეზონში ჰარი კეინს 14 ტურის შემდეგ 18 გოლი აქვს გატანილი.
Si près, si loin... 🤏 L'an dernier, Kane avait échoué à 36 buts. Cette année, il veut faire tomber la barre des 41.
— GOAL France 🇫🇷 (@GoalFrance) December 17, 2025
Moins "renard" que Lewandowski mais plus complet dans le jeu, le buteur du Bayern s'attaque à l'Everest de la Bundesliga. 🏔️🇩🇪https://t.co/z1aalI6qtb