მესი ისევ ათეულშია - ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით
Goal.com-მა ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი კვლავ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი, ჰარი კეინია, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 36 გოლი აქვს გატანილი.
მე-10 ადგილზეა არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი, რომელზეც Goal წერს:
მას შემდეგ რაც ინტერ მაიამიმ MLS-ის თასი პირველად მოიგო, არგენტინა კი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებს შორისაა, რეალური შანსი რჩება იმისა, რომ ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა ჯილდო კიდევ ერთხელ მოიპოვოს.
Goal.com-ის რჩეულთა შორის, სამეულში მოხვდნენ კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი - 3 ფეხბურთელი ბაიერნიდანაა.
ოქროს ბურთის 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:
ჰარი კეინი
კილიან მბაპე
ერლინგ ჰოლანდი
ლამინე იამალი
მაიკლ ოლისე
ვიტინია
დეკლან რაისი
ლუის დიასი
რაფინია
ლეო მესი