კეინი დუმილს არღვევს | მსურს რონალდუსა და მესის დონეზე ვითამაშო
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"არ მეშინია იმის თქმა, რომ მსურს საუკეთესო ვიყო. არ მეშინია იმის თქმა, რომ რონალდუსა და მესის დონეზე თამაში მსურს - ეს ჩემი მიზანია. ყოველ სეზონში ტიტულების მოპოვება მსურს. სეზონში 50, 60, 70 გოლის გატანა მსურს. საკუთარ თავს მხოლოდ ამ სტანდარტს ვუწესებ." "უდიდეს მატჩებში და უდიდეს მომენტებში მონაწილეობის მიღება მსურს. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას თვალს ვადევნებ და ინგლისური კლუბების ასპარეზობით აღფრთოვანებული ვარ. სწორედ ასეთ დიდებულ მატჩებში მონაწილეობის მიღება მსურს." "როგორც ფეხბურთელმა არ ვიცი გუნდის მფლობელს რა სურს. შესაძლოა მას ჩემი გაყიდვა უნდა. ის შესაძლოა ფიქრობს: კარგი იქნება კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტის გამომუშავება. არ ვაპირებ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში იგივე ღირებულება მქონდეს", - აღნიშნა ჰარი კეინმა.