Belive

კეინი: ,,ინგლისის ნაკრების მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:
,,უკან მიხედვა უაზრობაა, მაშინ (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე) მოლოდინი არ გვქონია. დიდი ხნის განმავლობაში დიდ ტურნირებზე კარგი შედეგები არ გვიჩვენებია. გამარჯვებაზე ყველა ნაკრები ფიქრობს, სხვაგვარად ვერც ჩვენ მოვიქცევით. ვფიქრობ, ამჯერად ცოტა სხვანაირი სიტუაციაა. 2018 წელს ნახევარფინალში ვიყავით, 2020 წელს ფინალში. ალბათ, ყატარში ერთ-ერთი ფავორიტები ვიქნებით და ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. ევრო 2020-ზე არცერთი მატჩი არ წაგვიგია, მხოლოდ პენალტების სერიაში დავმარცხდით. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ზეწოლას გავუმკლავდეთ. თუმცა, ზეწოლა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო დიდი იქნება და ჩვენ სხვა გარემოში ვითამაშებთ. მსოფლიო ჩემპიონები რომ გავხდეთ წინაღობები უნდა გადავლახოთ და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის,'' - კეინის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.
ინგლისის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში, ირანთან, უელსთან და აშშ-სთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები