Belive

სარეკორდო გოლის გატანის შემდეგ კონტე კეინს ტელეფონით ესაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტისთან" გატინლი გოლით ჰარი კეინი "ტოტენჰემის" ბომბარდირი გახდა. ინგლისელმა ფორვარდმა ჯიმი გრივზის რეკორდი გააუმჯობესა და ახლა ლონდონელთა რიგებში საუკეთესო გოლეადორის ტიტული მას ეკუთვნის. გარდა ამისა, ის მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც პრემიერ ლიგაში 200 გოლი აქვს გატანილი.

"სიტისთან" შეხვედრაში ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოედანზე არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, კონტემ ჰარის მიღწეული წარმატება იტალიიდან ტელეფონის საშუალებით მიულოცა.

ვიდეოში რთულია გავიგოთ თუ რას ეუბნება კონტე მის შეგირდს, თუმცა, ერთ მომენტში ასეთი სიტყვები ისმის: "მე შენით ვამაყობ."

"ამის საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გაკეთება განსაკუთრებული მომენტია. მე-200 გოლის გატანა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ არაჩვეულებრივი გრძნობაა. როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი. წინ დიდი დროა და მე კიდევ ბევრი გოლის გატანას ვაპირებ." - განაცხადა ჰარი კეინმა Sky Sports-თან საუბრისას.

შემდეგი შეხვედრა "ჰოთსპურსს" "ლესტერის" წინააღმდეგ 11 თებერვალს, 19:00 საათზე ელის.

სხვა სტატიები