Belive

კეილორ ნავასი და ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელები ხდებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში, "პარი სენ-ჟერმენის" და კოსტა რიკის ნაკრების მეკარე, კეილორ ნავასი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება. ყველაზე სარწმუნო ნეაპოლური გამოცემების მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, მადრიდის "რეალის" ყოფილი გოლკიპერი "ნაპოლის" წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. ნავასი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მეკარეა. 35 წლის კარის დარაჯს ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ აქვს მოგებული, მათ შორის 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ამდენივე ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში სადებიუტო შეხვედრაში, “ჰელას ვერონას” კარში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, "ნაპოლიმ" კი - 5:2 იმარჯვა და პირველი 3 ქულა მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას 21 წლის ამომავალი ქართველი ვარსკვლავის გუნდი “მონცას” წინააღმდეგ 21 აგვისტოს გამართავს.

სხვა სტატიები