Belive

კავანიმ ბექჰემს უარი უთხრა - ურუგვაელს ევროპაში თამაში სურს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ძალიან მალე, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის დამატება ევროპის რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური მაიამის "ინტერი" იყო, რომელსაც სათავეში დევიდ ბექჰემი უდგას. როგორც calciomercato წერს, 33 წლის ფორვარდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უარი უთხრა, რადგან თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დარჩენა კვლავაც შეუძლია. მას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს, საიდანაც დედაქალაქური "რომა" იწვევს. კავანი იტალიაში 2010-13 წლებში თამაშობდა, როცა "პალერმოსა" და "ნაპოლის" მაისურს ირგებდა. "პსჟ-ში" კავანიმ 302 მატჩში 200 გოლი გაიტანა, 43 საგოლე გადაცემა მიითვალა, 6-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონობა 5-ჯერ ლიგის, 4-ჯერ ქვეყნის და 7-ჯერ სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები