Belive

რომამ ჟოზე მოურინიო გუნდიდან გაუშვა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად "რომა" ჟოზე მოურინიომ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დატოვა.

პორტუგალიელი სპეციალისტი "ჯალოროსიში" 2021 წლის მაისიდან მუშაობდა. რომაულ კლუბში გატარებულ პერიოდში ჟოზემ კონფერენს ლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, მოურინიომ გუნდი ევროპა ლიგის ფინალშიც ათამაშა, სადაც "სევილიასთან" დამარცხდა.

გვინდა ყველა რომაელის სახელით, ჟოზეს მადლობა გადავუხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რაც კლუბში მუშაობისას გაიღო. მის მიერ დატოვებული მოგონებები არასდროს დაგვავიწყდება. ეს სასწრაფო ცვლილება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ჟოზეს და მის გუნდს წარმატებებს ვუსურვებთ. - წერია "რომას" ოფიციალურ განცხადებაში

სხვა სტატიები