Belive

კაორუ მიტომამ ბრაიტონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაპონელმა შემტევმა ნახევარმცველმა, კაორუ მიტომამ "ბრაიტონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

26 წლის ფეხბურთელის აქამდე არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში სრულდებოდა, ახალი პირობებით კი, აზიელი ფეხბურთელი და ინგლისური კლუბი ერთმანეთთან 2027 წლამდე იქნებიან საქმიანად დაკავშირებულნი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამიერიდან იაპონელი ფეხბურთელი ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 80 ათას ფუნტს (92 ათასი ევრო) მიიღებს.

კაორო მიტომა "ბრაიტონში" 2021 წლის ზაფხულში, "კავასაკი ფრონტალედან" გადაბარგდა და ბრიტანულ გუნდში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები