Belive

"ინგლისელი მსაჯების 80% არ მომწონს" - რობერტო დე ძერბი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბრაიტონის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი "შეფილდთან" შეხვედრის შემდეგ, მსაჯობით უკმაყოფილო იყო. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ინგლისელი არბიტრების 80% არ მოსწონს.

გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ინგლისელი მსაჯების 80% არ მომწონს. ეს სიახლე არ არის. მათი ქცევა, მე მოედანზე მათი ქცევა არ მომწონს. - განაცხადა დე ძერბიმ

"შეფილდთან" შეხვედრაში მატჩის მთავარმა მსაჯმა ჯონ ბრუკსმა მაჰმუდ დაუდი მოედნიდან გააძევა. სწორედ ამ მომენტმა გააბრაზა დე ძერბიც. იტალიელმა სპეციალისტმა ვიდეო ასისტენტიც გააკრიტიკა.

თუ ახალ წესებს ჩავხედავთ ეს წითელი ბარათია. მაგრამ, მეც ვიყავი ფეხბურთელი და ეს ისეთი სათამაშო დინამიკა არ იყო, რომ მაჰმუდს წითელი მიეღო. ინგლისი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც VAR-ის არსებობისას დარწმუნებული არ ხარ, რომ გადაწყვეტილება სწორია. ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. - განაცხადა რობერტომ

ბოლო 5 შეხვედრაა "თოლიები" მოედანს გამარჯვების გარეშე ტოვებენ. "ბრაიტონს" ბოლო მატჩებში 4 ფრე და ერთი მარცხი აქვს. დე ძერბის გუნდი 19 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები