Belive

კასანო: ,,ლუკაკუ ჩელსიში ვერ თამაშობს და კვლავ იტალიაში სურს დაბრუნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო მიიჩნევს, რომ ,,ინტერმა'' რომელუ ლუკაკუს დაბრუნებაზე არ უნდა იმუშაოს:
,,ინტერის ადგილას რომ ვიყო, ლუკაკუს არ დავიბრუნებდი. წასვლისას, მან თქვა, რომ გადადიოდა ოცნების გუნდში, სადაც 15 მილიონს გამოიმუშავებდა. თუმცა, ახლა ის ლონდონში ვერ თამაშობს და კვლავ იტალიაში სურს დაბრუნება. ინტერისთვის პრობლემა ისაა, რომ ლუკაკუს დაბრუნების შემთხვევაში, ლაუტაროს გაყიდვა მოუწევთ. რა თქმა უნდა, თუ რომელუ მატჩში 2 გოლს გაიტანს, კარგი იქნება, მაგრამ სხვაგვარად სიტუაცია ძალიან გართულდება. ლუკაკუმ ამაზე უნდა იფიქროს, თუმცა ამ მომენტში ვფიქრობ, რომ ის ჩელსიში დარჩება,'' - განაცხადა კასანომ.
გასულ სეზონში რომელუ ლუკაკუმ ,,ჩელსის'' მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები