Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ჩელსისთან?

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ლივერპულმა ჩელსის უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ევერტონთან მიღებული დაზიანების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა და ჩელსისთან სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.

გიორგი მამარდაშვილს 2 მოგერიება ჰქონდა და მისი შეფასება 6.7-დან 6.9-მდეა (WHOSCORED-ისა და SOFASCORE-ის მიხედვით). შეხვედრის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - ლივერპული გრავენბერხმა დააწინაურა, ანგარიში კი ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა.

ლივერპული 59 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ნერვიულობა აღარ მოუწევს, ჩელსი 49 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ადგილის დაკარგვასთან ახლოსაა.

სხვა სტატიები