Belive

ლუის ენრიკე ლონდონშია და ჩელსისთან მოლაპარაკებებს მართავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფურია როხას" ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე ლონდონშია. ამავე წყაროზე დაყრდნობით, 52 წლის სპეციალისტი "ჩელსისთან" მოლაპარაკებებს მართავს. როგორც იწერება, თავად ენრიკეს ძალიან სურს, რომ "არისტოკრატებს" სათავეში ჩაუდგეს. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ლონდონური კლუბი მოლაპარაკებებს იულიან ნაგელსმანთანაც მართავს.

ბოლო დღეებია ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდთან მუშაობის სურვილს არ მალავს. ენრიკემ ისიც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მხოლოდ ინგლისურ პრესას ადევნებდა თვალს.

“მინდა ბედი პრემიერ ლიგაში ვცადო, თუმცა, მხოლოდ საინტერესო პროექტებს დავთანხმდები. მხოლოდ იმ კლუბს ჩავიბარებ, რომელთან ერთადაც დიდ საქმეებს დავატრიალებ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ესპანურ მედიას საერთოდ არ ვადევნებ თვალს, მხოლოდ ინგლისურ პრესას.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი სამი დღის უკან გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან.

ამჟამინდელი მონაცემებით, ლონდონელები პრემიერ ლიგაში 39 ქულით მე-11 პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები