Belive

კასანო კვარაცხელიაზე: ,,სიგიჟედ მიმაჩნია ის, რომ ნაპოლის გარდა მასზე სხვა არცერთ გუნდს არ უფიქრია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ისაუბრა:

,,კვარაცხელიას გაფორმებისას ,,ნაპოლი'' კარგი იყო, მაგრამ სიგიჟედ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მასზე სხვა არცერთ გუნდს არ უფიქრია.

კვარაცხელია ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ძლიერია დრიბლინგში და ძალიან სწრაფია. მას ფენომენალურ ფეხბურთელად მივიჩნევ,'' - განაცხადა კასანომ.


მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,აიაქსთან” სახლში გამართავს.

სხვა სტატიები