Belive

კარლო ანჩელოტი: "ჩემი რეალისადმი სიყვარული მარადიული იქნება"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი „სელესაოს“ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. ანჩელოტისთვის ეს ეროვნული ნაკრების გაწრთვნის პირველი შემთხვევაა, ეს მის კარიერაში მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს.

რამდენიმე წუთის წინ კი, პაპა კარლომ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მადრიდის რეალს ემშვიდობება.

„დღეს ჩვენ კვლავ სხვადასხვა გზებით მივდივართ. გულში ვინახავ ყველა წამს, რაც ამ შესანიშნავ მეორე ეტაპზე, როგორც „რეალ მადრიდის“ მწვრთნელის, გავატარე.

ეს იყო დაუვიწყარი წლები, წარმოუდგენელი მოგზაურობა, სავსე ემოციებით, ტიტულებით და უპირველეს ყოვლისა, ამ ფარის წარმოდგენის სიამაყით.

მადლობა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, კლუბს, ჩემს ფეხბურთელებს, ჩემს შტაბს და უპირველესყოვლისა, ამ უნიკალურ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა თავს.

ის, რასაც ერთად მივაღწიეთ, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში... არა მხოლოდ ტრიუმფების გამო, არამედ იმ გზითაც, რომლითაც ამ მიზანს მივაღწიეთ. „ბერნაბეუს“ ჯადოსნური ღამეები უკვე ფეხბურთის ისტორიაა.

ახლა ახალი თავგადასავალი იწყება, თუმცა ჩემი რეალისადმი სიყვარული მარადიული იქნება.

მალე შევხვდებით მადრიდისტებო...

Hala Madrid Y Nada Más"
- კარლო ანჩელოტი

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს 5 ტიტული აქვს მოგებული, აქედან 2 მილანის, ხოლო 3 მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი 4-ჯერ დასახელდა, სანაკრებო ფეხბურთში კი ეს მისი სადებიუტო დამოუკიდებელი მუშაობა იქნება. აქამდე მან არიგო საკის ასისტენტის რანგში იტალიის ნაკრებში, 1992-დან 1995 წლამდე იმუშავა.

სხვა სტატიები