კარლსრუეს მორიგი უხვგოლიანი ფრე | ბუდუ ზივზივაძის შეფასება
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში "კარლსრუემ" "დარმშტადს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ბუდუ ზივზივაძემ მოედანზე 79 წუთი გაატარა.
ქართველი ფორვარდი Sofascore-მა 7.2-ით შეაფასა. ბუდუმ თითო-თითოჯერ დაარტყა კარში, კარისკენ და ერთხელ დარტყმულიც დაუბლოკეს, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ორივე წარმატებული იყო, ბურთს 19-ჯერ შეეხო, 10 გადაცემიდან 8 ზუსტად შეასრულა (80%), 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 3-ში დარჩა.
ბუდუ ზივზივაძეს Whoscored-მაც 7.2 შეფასება დაუწერა.
#ABPFIFF! |3:3| Rückstand egalisiert und weiterhin ungeschlagen! Wir teilen uns die Punkte mit den Gästen aus Darmstadt.
— Karlsruher SC (@KarlsruherSC) October 4, 2024
___________
In wenigen Minuten:
⚽ Spielbericht auf https://t.co/AciPhj54aY
📺 Zusammenfassung auf https://t.co/dd8L5GmlOK#KSCSVD #KSCmeineHeimat pic.twitter.com/W0Ls1rAmLg
"კარლსრუე" მეორე ბუნდესლიგის ცხრილში 16 ქულით მე-3 პოზიციაზეა (4 მოგება, 4 ფრე), მომდევნო მატჩს ბუდუ ზივზივაძის გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ, 20 ოქტომბერს "ულმის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 6 გოლით და 2 საგოლე გადაცემით საუკეთესო ბომბარდირია.