Belive

ჰაიდენჰაიმი ფრაიბურგთან დამარცხდა | ბუდუ ზივზივაძის შეფასება

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ჰაიდენჰაიმი ფრაიბურგთან სტუმრად 2:1 დამარცხდა. პირველი გოლი 24-ე წუთზე მასპინძელთა რიგებიდან იოჰან მანზამბიმ გაიტანა, 46-ე წუთზე მატჩში ბუდუ ზივზივაძე ჩაერთო და 58-ე წუთზე გოლიც გაიტანა. 83-ე წუთზე კი ფრაიბურგელთა ნახევარმცველმა მაქსიმილიან ეგშტეინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბუდუ ზივზივაძემ 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ერთში გაიმარჯვა, ბურთს 24-ჯერ შეეხო, 16 გადაცემიდან 12 ზუსტად შეასრულა (75%), როგორც უკვე აღვნიშნეთ 1 გოლი გაიტანა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს.

ბუდუ ზივზივაძის შეფასება:

  • Sofascore - 7.6

  • Flashscore - 7.3

  • Whoscored - 7.0

ჰაიდენჰაიმი გერმანიის ბუნდესლიგაში 19 ქულით ბოლო მე-18 პოზიციაზეა (4 მოგება, 7 ფრე, 19 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 აპრილს სანქტ პაულის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები