Belive

კარლსრუეს ფეხბურთელის პროფესიონალური დებიუტი 37 წლის ასაკში შედგა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს'' - ასე გამოეხმაურა ბუნდესლიგის ვებგვერდი ,,კარლსრუეს'' 37 წლის ფეხბურთელის, დომინიკ ზალცის პროფესიონალურ დებიუტს.

გერმანელი თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს ,,გროსასპახში'' (რანგით მე-5 ლიგა გერმანულ ფეხბურთში) თამაშობდა, 23 ნოემბერს ,,გროიტერ ფიურტისა'' და ,,კარლსრუეს'' მატჩში 93-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე სულ რამდენიმე წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ ზალცმა ბუდუ ზივზივაძე შეცვალა.

,,ჩემს ჟრუანტელსაც ჟრუანტელმა დაუარა...'' - თქვა დომინკმა ნანატრი დებიუტის შემდეგ.

ზალცმა კარიერის უმეტესი ნაწილი სამოყვარულო დონეზე ითამაშა და ობერლიგაში ჩატარებულ 268 შეხვედრაში 129 გოლი გაიტანა.

2 სპრინტი, 1 შეხება ბურთთან და დაფარული 590 მეტრი - ამ რიცხვებს ზალცისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მისი დებიუტი სტატისტიკით არ უნდა განისაზღვროს. ეს იყო მოულოდნელი მომენტი ხანგრძლივი კარიერის უკანასკნელ ეტაპებზე. - წერს ბუნდესლიგის ვებგვერდი.

,,გროიტერ ფიურტთან'' მოგების შემდეგ, ,,კარლსრუემ'' 2 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა დომინიკ ზალცი განაცხადში ვერცერთ მატჩში ვერ მოხვდა.

სხვა სტატიები