Belive

ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში სადებიუტო გამოსვლა მოგებით დაიწყო

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ჰაინდეჰაიმში" "კარლსრუედან" გადასულმა ბუდუ ზივზივაძემ კარგად დაიწყო. ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგის მე-16 ტურში "უნიონ ბერლინს" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

მატჩის პირველი გოლი, მე-17 წუთზე, ჰაიდენჰაიმში ასევე იანვარში მისულმა ფრანს კრაიციგმა გაიტანა. სტუმრები 37-ე წუთიდან 10 კაცით დარჩნენ. ზივზივაძემ მეტოქის ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო და თავით გადაჰიკიდა ბურთი, უნიონის ცენტრალურმა მცველმა ტომ როთმა ჯერ შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი უკანასკნელი იმედის ჯარიმა აიღო და წითელი ბარათით დაისაჯა. ჰაიდენჰაიმი 83-ე წუთზე დამშვიდდა, ბუდუს დარტყმული მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ადრიან ბეკმა დაასწრო.

ქართველმა თავდამსხმელმა 3-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით და სამივე ჩარჩოში წავიდა. ითამაშა სრულად და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. sofascore-მა და whoscored-მა ზივზივაძის თამაში ერთნაირად შეაფასეს (7.3 ქულა).

ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, მომდევნო შეხვედრას კი "ვერდერის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები