Belive

გიორგი გოჩოლეიშვილის და ბუდუ ზივზივაძის შეფასება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში "ჰაიდენჰაიმი" "კოპენჰაგენთან" ექსტრა ტაიმში 1:3 დამარცხდა, პირველი შეხვედრა გერმანულმა გუნდმა 2:1 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში "ჰაიდენჰაიმი" 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ორივე ქართველმა, როგორც ბუდუ ზივზივაძემ, ასევე გიორგი გოჩოლეიშვილმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს, ბუდუმ შეხვედრა ბოლომდე ჩაატარა, ხოლო გიო 106-ე წუთზე შეცვალეს. გოჩოლეიშვილმა მეორე გოლის ეპიზოდში თავის გუნდს პენალტი გამოუმუშავა, რაც შემდეგ "კოპენჰაგენმა" გოლად გარდაქმნა.

Sofascore-მა ბუდუ ზივზივაძე 6.7-ით შეაფასა, მან თითო-თითოჯერ კარში და კარისკენ დაარტყა, 4-ჯერ დარტყმული დაუბლოკეს, ბურთს 48-ჯერ შეეხო, 28-დან 19 გადაცემა ზუსტად შეასრულა, 24 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 8-ში დარჩა.

გიორგი გოჩოლეიშვილი კი Sofascore-მა 7.4-ით შეაფასა, როგორც უკვე გითხარით მან პენალტის გამომუშავება შეძლო, ბურთს 33-ჯერ შეეხო, 19-დან 17 გადაცემა ზუსტად შეასრულა, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ორივე წარმატებული იყო, 16 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 8-ში გაიმარჯვა.

"კოპენჰაგენს" მომდევნო ეტაპზე "ჩელსი" ან "ვიტორია გიმარაეში" შეხვდება. მერვედფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს, 15:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები