Belive

კარლო ანჩელოტის ვაჟი დამოუკიდებლად მწვრთნელობას იწყებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ვაჟი და ამავე დროს მისი ასისტენტი, დავიდე ანჩელოტი დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

როგორც ირკვევა, 33 წლის იტალიელ მწვრთნელს შემოთავაზება შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, "ბაზელიდან" აქვს.

შვეიცარიის 20-გზის ჩემპიონი კლუბი იტალიელის მოწვევას შემდეგი სეზონიდან აპირებს.

"ბაზელს" ქვეყნის ჩემპიონობა 2017 წლის შემდეგ არ მოუგია, ახლა კი ხელმძღვანელობა ახალი პროექტის აშენებას გეგმავს, ხოლო გუნდის მთავარ მწვრთნელად დავიდე ანჩელოტის განიხილავს.

დავიდე ანჩელოტი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, 2012 წლის 1 იანვრიდან კარლო ანჩელოტისთან თანაშემწედ მუშაობს და შესაბამისად, "პსჟ-ს" მიუნხენის "ბაიერნის", "ნაპოლის" და "ევერტონის" სამწვრთნელო გუნდში უმუშავია, ამჟამად კი მადრიდის "რეალში" საქმიანობს.

სხვა სტატიები