Belive

კარლო ანჩელოტი ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარლო ანჩელოტი ლა ლიგის აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მადრიდის "რეალის" მწვრთნელს შესანიშნავი თვე ჰქონდა, თავისმა გუნდმა 9-დან 9 ქულის აღება მოახერხა.

"სამეფო კლუბმა" "მალიორკას" წინააღმდეგ 0:1 გაიმარჯვა, "ბარსელონასთან" 3:2 და "რეალ სოსიედადთან" 0:1.

ამ სეზონში ეს ინდივიდუალური ჯილდო კარლო ანჩელოტისთვის მეორეა, მან პირველად თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული აგვისტოში მოიგო.

"რეალ მადრიდი" 33 ტურის შემდეგ ლა ლიგის ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, "სამეფო კლუბს" 84 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "ბარსელონას" 13 ქულით უსწრებს. წინ 5 ტურია და თუ კი მადრიდელები შემდეგ ტურში (4 მაისს) "კადისს" დაამარცხებენ ესპანეთის ჩემპიონატს ოფიციალურად მოიგებენ.

სხვა სტატიები