ანჩელოტი: ,,მესმის, რომ რეალში გიულერის თამაშის ხილვა მთელ თურქეთს სურს''
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის თურქ შემტევზე, არდა გიულერზე ისაუბრა:
,,გიულერი პროგრესირებს და დღითი დღე ფიზიკურადაც უმჯობესდება... ახლა ყველაფერი რიგზე აქვს და სათამაშო დრო მიეცემა. თუმცა, როგორც ვთქვი, მოთმინებაა საჭირო.
მესმის, რომ მასზე დიდი ზეწოლაა, რადგან რეალში მისი თამაშის ხილვა მთელ თურქეთს სურს, მაგრამ ეს ბიჭი მხოლოდ 18 წლისაა. მისი დროც მოვა...'' - კარლო ანჩელოტი
არდა გიულერი ,,რეალმა'' გასულ ზაფხულს ,,ფენერბაჰჩედან'' გადაიყვანა და ფეხბურთელთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტრავმის გამო, 18 წლის თურქს სეზონის პირველი ნახევარი მთლიანად გაუცდა. მისი დებიუტი ლა ლიგაში რამდენიმე დღის წინ, ,,ლას პალმასთან'' შეხვედრაში შედგა.