კარლო ანჩელოტიმ მისი ბრაზილიის მწვრთნელად დანიშვნის ინფორმაცია უარყო
ESPN Brasil-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტი თანახმაა ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, იტალიელი თავკაცი "სელესაოს" სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებდა. ბრაზილიური გამოცემა იმასაც წერდა, რომ 63 წლის სპეციალისტი "პენტა კამპეონეს" სამი წლით უხელმძღვანელებდა და 2026 წლის მუნდიალისთვის სწორედ ის გაწვრთნიდა.
BREAKING: According to ESPN Brazil, Carlo Ancelotti has agreed to be the coach of the Brazilian National team this summer until June 2026, after the World Cup 🤯🇧🇷 pic.twitter.com/bPEOp1dMqB
— Italian Football TV (@IFTVofficial) February 10, 2023
როგორც გაირკვა ეს ინფორმაცია სიცრუეა. მისი ბრაზილიაში გადასვლა თავად კარლო ანჩელოტიმ უარყო:
"ბრაზილიის ეროვნული გუნდი? ამის შესახებ არაფერი ვიცი, არც ის ვიცი ბრაზილიაში რა დაწერეს. მე "რეალ მადრიდის" მწვრთნელი ვარ და კონტრაქტის თანახმად, აქ 2024 წლამდე ვრჩები." - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
Carlo Ancelotti on deal agreed to become new Brazil national team coach: "Brazil national team? I don't know anything about this, I don’t even know what they reported in Brazil". 🚨⚪️🇧🇷 #RealMadrid
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 10, 2023
“I'm Real Madrid coach, my contract is until June 2024”, Ancelotti says. pic.twitter.com/oGB3EMUNNF