Belive

ანჩელოტი: "პრობლემა გვაქვს, ძალიან ნელა ვთამაშობთ"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში "ლას პალმასმა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სამეფო კლუბი მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენებას ვერ ახერხებს, გუნდს 3 შეხვედრაში 2 ფრე და ერთი გამარჯვება აქვს. ლას პალმასი შეხვედრას დებიუტში გატანილი გოლით იგებდა, თუმცა ვინისიუსმა პენალტის ნიშნულიდან 69-ე წუთზე გაიტანა და მადრიდელები წაგებისგან იხსნა. მატჩის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ პრობლემებზე ღიად ისაუბრა.

ვფიქრობ, პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო. არ გვქონდა ბალანსი, ეს "მალიორკას" წინააღმდეგაც შეინიშნებოდა. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი და ვფიქრობ მას ვიპოვით.

კონკრეტულად ამ მომენტში ჩვენ ვწვალობთ, სწრაფად ვერ ვამოძრავებთ ბურთს და ხაზებს შორის უზარმაზარი სივრცეებია. ბურთის გარეშე კი არაკომპაქტურები ვართ. ახალი ფეხბურთელების დამატებას არ ვაპირებთ, გუნდი უკვე დაკომპლექტებულია.

ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ნელა ვთამაშობთ. როდესაც თავდამსხმელებამდე ბურთი აღწევს, მათ უკან უკვე მოწინააღმდეგის დაცვის მთელი ხაზია განლაგებული. ცუდ თამაშზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. მოვიფიქრებთ სტრატეგიას და ფეხბურთელებს უფრო კონკრეტულ დავალებებს მივცემ. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

კილიან მბაპეს ლა ლიგაში მშრალი სერია აქვს, ფრანგმა სამივე შეხვედრაში ითამაშა და გოლი არ გაუტანია. სამეფო კლუბი 5 ქულით მე-4 ადგილზეა, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ესპანეთში ქულები არ დაუკარგავს, "ბარსელონაა".

სხვა სტატიები