გალათასარაისთან შეხვედრის შემდეგ, ტენ ჰაგმა ონანა დაიცვა
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტური, სადაც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა. ერთ-ერთი სტამბოლში "გალათასარაისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება იყო. თურქმა გულშემატკივრებმა "წითელ ეშმაკებს" ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს. როგორც ჩანს, სტამბოლური კლუბის ფანების ზეწოლამ შედეგი გამოიღო, რადგან სტუმრებმა შეხვედრის მოგება ვერ შეძლეს. გარდა ამისა, მანჩესტერელთა მეკარემ ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლებიც გოლის ფასად დაუჯდა. ანდრე ონანამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა, ერიკ ტენ ჰაგმა კამერუნელი კარის დარაჯი დაიცვა.
ჩვენ ერთად ვიგებთ და ვმარცხდებით. ის (ონანა) კარგადაა. ფეხბურთში ინდივიდუალურ შეცდომებს მკაფიო ცვლილებები შეაქვს და ამაზე პასუხისმგებლობა ფეხბურთელმა უნდა აიღოს, მაგრამ შედეგზე პასუხისმგებელი ყოველთვის გუნდია. ყველა ჩემი მოთამაშე "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშს იმსახურებს, რადგან ისინი გასაოცრები არიან. მეკარეთა ჩემი ჯგუფით კმაყოფილი ვარ. კარგად ვარჯიშობენ და თამაშებზე კარგად იჩენენ თავს. ისინი ერთმანეთს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. - განაცხადა ტენ ჰაგმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე
"მანჩესტერს" A ჯგუფში არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს. 5 ტურის შემდეგ ტენ ჰაგის გუნდს 4 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მათი მეტოქე "ბაიერნი" იქნება. მოგების შემთხვევაშიც კი, "წითელი ეშმაკები" პლეი-ოფის საგზურს ვერ გაინაღდებენ, რადგან "კოპენჰაგენი"-"გალათასარაის" შედეგზე იქნებიან დამოკიდებულნი.