Belive

კარლო ანჩელოტი: "VAR-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 21-ე ტურში, მადრიდის "რეალი" ბოლოადგილოსან "ალმერიას" დაუპირისპირდა და ძალიან დრამატულ ბრძოლაში, მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3:2 გაიმარჯვა.

"ალმერია" სეზონის პირველ გამარჯვებასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა, რამდენიმე სადავო მომენტმა და VAR-ის სადავო გადაწყვეტილებებმა გამარჯვება მადრიდულ გრანდს დაუტოვა.

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში განხილვის საკითხია VAR-ის გადაწყვეტილებები. პირველი პრობლემა დანიშნული თერთმეტმეტრიანი გახდა, მეორე საგანგაშო გადაწყვეტილება კი ვინისიუსის გოლზე მიიღეს, სადაც "ალმერიას" ფეხბურთელების აზრით ბრაზილიელმა შემტევმა გოლი წესების დარღვევითა და ხელით გაიტანა.

ამ ფაქტის გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ VAR-ის აუდიო ვერსია გამოქვეყნა, სადაც მსჯელობენ, უნდა ჩათვლილიყო თუ არა ვინისიუსის გოლი.

ამ ფაქტის შესახებ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

"სოციალურ ქსელებსა და ირგვლივ, ყველგან მიდის იმაზე საუბარი, რომ VAR-მა მოგვაგებინა. არა, ჩვენ მოვიგეთ ჩვენი გამოცდილებითა და სიძლიერით. VAR-ის დახმარება ჩვენ არაფერში გვჭირდება. ვნახე საკამათო მომენტები, გავარჩია და მინდა აღვნიშნო, რომ მსაჯებმა ყველა საკამათო მომენტში სრულიად სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.

სამივე ეპიზოდი იყო სწორად განსჯილი, ამიტომ გთხოვთ ნუ დაგვაბრალებთ იმას, რომ მსაჯები დაგვეხმარნენ. ეს სამეფო კლუბია გამარჯვების მენტალიტეტით..." - კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას 21 ტურის შემდეგ "ჟირონა" 52 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე კი 51 ქულით "რეალი" იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სამეფო კლუბს" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები