კარლო ანჩელოტი: "ტრენტი მჭირდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ჩვენთან მოვიდეს"
მადრიდის "რეალი" აპირებს, "ლივერპულის" მცველს, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს, წინადადება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესთავაზოს, თუ რა თქმა უნდა, ინგლისელმა კონტრაქტი იქამდე არ გაახანგრძლივა.
მადრიდული გრანდი დიდი ხანია ტრენტით არის დაინტერესებული, მარჯვენა მცველს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, რეალი კი იქამდე მოცდას არ აპირებს. ტრენტის შემთხვევაში, რეალი აპირებს იგივე სტრატეგიას მიჰყვეს, რაც "ბაიერნის" ალფონსო დევისთან მიმართებით იყო: 'დაველოდოთ იანვარს, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები მოთამაშესთან, ყოველგვარი წესების დარღვევის გარეშე და შემდეგ შეთავაზება'.
სულ ახლახანს კი მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, თავად ისაუბრა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შესახებ და აღნიშნა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ინგლისელი მცველი მადრიდის "რეალში" გადავიდეს.
"პირადად ვთხოვე პერესს, რომ არნოლდის ტრანსფერზე იმუშავონ და თავი არ დაზოგონ.
მე ის მჭირდება - ტრენტი განსხვავებული ფეხბურთელია, მისნაირი მოთამაშეები დღევანდელ ფეხბურთში იშვიათად თუ შეგხვდებათ, სწორედ ამიტომ მსურს, რომ იგი აქ მოვიდეს და ჩემთან ერთად იმუშავოს.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არნოლდი მომავალი სეზონიდან "რეალის" ფეხბურთელი გახდეს..." - კარლო ანჩელოტი
აღსანიშნავია, რომ თავად ალექსანდრ-არნოლდსაც არ სურს ახალ წლამდე კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ლივერპულის შედეგები კი ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის მარჯვენა მცველს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი €70 მილიონი დოლარია.