Belive

კარლო ანჩელოტი: "რეალი არასდროს არის კმაყოფილი"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალმა" ბოლო 10 წელიწადში მე-6 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საერთო ჯამში კი 15 თასს ფლობს და 8-ით უსწრებს უახლოეს მდევარ "მილანს". კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მეტოქეები გააფრთხილა: "ჩვენ არასდროს ვართ კმაყოფილი". მან აღნიშნა რომ რეალს ტიტულის მოგების მოტივაცია ყოველ ჯერზე უფრო ეზრდება.

არ არსებობს საშიშროება, რომ ჩვენ "დანაყრებულები" ვიყოთ. ამ კლუბში მუდმივი მოთხოვნაა. ჩვენ არასოდეს ვართ კმაყოფილი. ხვალ ფანტასტიკური დღე გვექნება გულშემატკივრებთან ერთად. შემდეგ წავალთ დასასვენებლად, ჩემი ფეხბურთელები ევროზე და კოპა ამერიკაზე იქნებიან. ჩვენ დავბრუნდებით ისეთივე მონდომებითა და მღელვარებით, როგორც ადრე.

შესვენებაზე რამდენიმე საკითხის გარკვევა მჭირდებოდა, რადგან საკმაოდ ნათელი იყო, როგორ სურდა დორტმუნდს თამაში. მათ აშკარად ჩვენზე უკეთესი პირველი ნახევარი ჩაატარეს. ვიფიქრეთ, რომ სისტემის შეცვლა უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის და მეტი ფეხბურთელის კონცენტრირება ნახევარდაცვაში - ასე მოვიქეცით კიდეც.

ტონი კროოსი ამ კლუბში ლეგენდაა და მადრიდის ყველა გულშემატკივარი მადლიერია იმისთვის, რაც გააკეთა - არა მხოლოდ მისი თამაშისთვის, არამედ მისი დამოკიდებულებისა თუ პროფესიონალიზმისთვის. მე ვუთხარი მას: გელოდები, თუ გადაიფიქრე, ჩვენ ისევ აქ ვართ. - განაცხადა პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა საკლუბო კარიერაში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივარს ტრიუმფით დაემშვიდობა. კროოსი, მოდრიჩი, ნაჩო და კარვახალი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც კარიერაში ყველაზე მეტი - 6 ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვთ მოგებული.

სხვა სტატიები