Belive

რეალის პრეზიდენტს და კილიან მბაპეს ერთნაირი მანქანები ეყოლებათ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდს" თავისი ერთ-ერთი სპონსორი, მანქანების გერმანული კომპანია BMW სეზონის დაწყებამდე გუნდის ყველა წევრს საჩუქრად მანქანას გადასცემს. გუნდმა და მწვრთნელმა არჩევანი BMW-ს სულ ოთხ სხვადასხვა მოდელზე გააკეთეს, ესენია: კუპე (BMW i4), სედანი (BMW i7), SUVs iX და XM.

ახალწვეულმა კილიან მბაპემ კი ძვირადღირებული i7 M70 xDrive ვარიანტი აირჩია, რომლის ღირებულება - 186 750 ევროა. ეს მანქანა იგივეა, რაც კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ჰყავს.

Der BMW i7 M70 xDrive

გავრცელებული ინფორმაციით "სამეფო კლუბის" ფრანგ ვარსკვლავს ჯერ მართვის მოწმობა არ აქვს.

სხვა სტატიები