Belive

კარლო ანჩელოტი: "ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის, "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ.

"ნაპოლიმ" უდიდესი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც კლუბის გასახდელში იერარქია განაახლა, შეცვალა გარემო და ახალ მოთამაშეებსა და ფეხბურთში უდიდესი გამოცდილების მქონე მწვრთნელს ენდო.

სპალეტის ტაქტიკურ დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. ეს კომბინაცია ნიშნავს, რომ "ნაპოლი" სერია A-ს მოიგებს.

"ნაპოლის" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, რვავე გუნდს, რომლებიც მეოთხედფინალში არიან, შეუძლიათ ტურნირის გამარჯვებით დასრულება.

გამარჯვებისთვის უნდა გჯეროდეს, იფიქრო, რომ ყველაზე ძლიერი ხარ და იყო ოპტიმისტი. როდესაც მადრიდის "რეალი" მეოთხედფინალში გადის, ეს ძალიან საშიშია, ეს არის კლუბი, რომელიც სუნთქავს ჩემპიონთა ლიგით, "რეალისთვის" ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, ასე ამბობს ისტორია", - თქვა 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდი "მილანს" დაუპირისპირდება, რაც შეეხება "რეალს", ესპანელების მეტოქე 1/4-ფინალურ ეტაპზე ლონდონის "ჩელსი" იქნება.

სხვა სტატიები