Belive

გვარდიოლა: "ასეთი მწვრთნელი ვერ ვიქნებოდი - მადლობა კლოპს, ანჩელოტისა და მოურინიოს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, 53 წლის ესპანელმა - პეპ გვარდიოლამ, ის მთავარი მიზეზი დაასახელა, რის გამოც დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მოიაზრება.

"არა მარტო ფეხბურთში, ზოგადად ცხოვრებაში მგონია, რომ ადამიანი საკუთარ საქმიანობაში ვერ გაიზრდება, თუ მას კონკურენტი არ ჰყავს და მასზე ძლიერებთან არ უწევს კონკურენციაში ყოფნა.

დღეს თუ მე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მოვიაზრები, ეს ყველაფერი მეტწილად ჩემი დამსახურებაა, თუმცა, არ შეიძლება მადლობა არ გადავუხადო ისეთ დიდ მწვრთნელებს, როგორებიც: ჟოზე მოურინიო, იურგენ კლოპი და კარლო ანჩელოტი არიან.

ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, სწორედ ეს მწვრთნელები იყვნენ, რომელთან ერთადაც და ცალკეც ბევრი რამე ვისწავლე. ყველაზე ხშირი კონკურენცია სწორედ ამ სამ ადამიანთან მქონდა და ისინი შეუდარებლად მაგრები არიან..."
- პეპ გვარდიოლა

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ მსოფლიო ფეხბურთში ახალი სტილი "ტიკი-ტაკა" დაამკვიდრა, რომლითაც იგი "ბარსელონას" ათამაშებდა.

პეპი 3-ჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად - პირველად ეს ყველაფერი 2008 წელს, სწორედ "ბარსელონაში" შეძლო. 2010 წელს ეს ტიტული კარიერაში მეორედ კვლავ "ბარსელონაში" მოიპოვა, ხოლო 2022/2023 წლების სეზონში, უკვე "სიტიში"

სხვა სტატიები