Belive

კარლო ანჩელოტი: "იმედია სტამბულში დავრბუნდები და ფინალში მილანს შევხვდებით"

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის პირველი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, შედეგი არ ასახავს იმას, რაც საფეხბურთო მოედანზე გავაკეთეთ, მაგრამ ეს მატჩი დადებით განცდებს გვიტოვებს, ჩვენ შეგვიძლია იგივე ფეხბურთი ვითამაშოთ მეორე შეხვედრაშიც.

მართლაც, თუ ამ მიდგომას გავიმეორებთ, მოედანზე უპირატესობა გვექნება. ჩვენ დავრჩებით ძალიან სახიფათო სტუმრებად.

ვინისიუსის გოლის შემდეგ უფრო ნელა ვითამაშეთ? არა, პირიქით. მეტოქეების უპირატესობით მატჩის წარმართვის შემდეგ, ეს ის მომენტი იყო, როცა უკეთესად დავიწყეთ თამაში, შეგვეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ სწორედ მაშინ გაიტანეს მეტოქეებმა.

ცალკე საკითხია ამ თამაშში მსაჯის მუშაობა. ის არ იყო ძალიან ფრთხილი ბარათების ჩვენებაში და ზოგიერთ ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა კუთხურის ხაზის კონტროლი. ნახევარფინალში მაინც საჭიროა თამაშზე მეტი კონცენტრირება.

მილანური დერბი მეორე ნახევარფინალში? მახსოვს 2003 წელი, ძალიან რთული ნახევარფინალი. სასიამოვნოა, რომ ამ დონის დერბი დაბრუნდა ევროპაში. მაგრამ ახლა, "ინტერისადმი" მთელი პატივისცემის მიუხედავად, არ შემიძლია არ ვთქვა: "ფორცა მილან!" ისევ შევხვდებით სტამბულში? იმედი ვიქონიოთ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალის” საპასუხო მატჩი 17 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები