კარლო ანჩელოტი: "ვინისიუსს პირველად მამარდაშვილმა და უგო დურომ შეუტიეს"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტიმ, ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ პრესკონფერენციაზე "მესტალიაზე" "ვალენსიასთან" წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ ვინისიუს ჟუნიორის რასისტულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ესპანეთი არ არის რასისტული ქვეყანა, მაგრამ არის რასიზმი. დროა მიიღონ ზომები. ეს არ არის ომი, ეს სპორტია.
"ვალენსიასთან" მატჩში რაღაც მოხდა, თუმცა ფოტოების გამოქვეყნება დაავიწყდათ. ეს არ არის სწორი. ეს რაღაც სერიოზულია. აშკარაა, რომ ვინისიუსს პირველებმა მეკარემ (მამარდაშვილი) და უგო დურომ შეუტიეს.
სტადიონზე მყოფ 46 000 გულშემატკივარს არ ვადანაშაულებ, მათ წინაშე ბოდიშის ვიხდი, მაგრამ ისინი, ვინც რასისტულ შეურაცხყოფებს მიმართეს, ერთეულები ნამდვილად არ იყვნენ - საქმე განმეორებად მოქმედბეებთან გვქონდა.
მოედნიდან გუნდის გაყვანა შემიძლია, მაგრამ იმედია ამის გაკეთება არ დამჭირდება, იქ არის მსაჯი, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობები ეკისრება", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
- გიორგი მამარდაშვილი Sofascore-ის ვერსიით ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
- THE ATHLETIC: გიორგი მამარდაშვილი 5 კლუბის მთავარი სამიზნეა
- MARCA: “მამარდაშვილის გმირობამ ვალენსია იხსნა”
- გიორგი მამარდაშვილი ვინისიუსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
- გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესოდ დასახელდა | VIDEO
- ხვიჩა კვარაცხელია: “გიორგი დიდი გულის ბიჭია და მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა”
კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ თანაგუნდელ იუნუს მუსას, რომლის წინააღმდეგაც ბრაზილიელმა შემტევმა იუხეშა, ქართველი მეკარე გამოექომაგა და ვინისიუს ჟუნიორს სწორედ ამ მიზეზით დაუპირისპირდა, "ბლანკოსების" გულშემატკივრებმა კი ეს ყველაფერი რასისტულ შეურაცხყოფად მონათლეს.
"ვალენსიას" 35 ტურის შემდეგ დაგროვებული 40 ქულით მე-13 პოზიცია უკავია და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებასთან ახლოსაა.
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.
ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის” და ასევე პორტუგალიურ "პორტუს" აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.