კარლო ანჩელოტი კაკას მომავალ ასისტენტად განიხილავს
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი „სელესაოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ანჩელოტისთვის ეს ეროვნული ნაკრების გაწრთვნის პირველი შემთხვევაა, ეს მის კარიერაში მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს.
თვეების განმავლობაში მიმდინარე სპეკულაციების შემდეგ, ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ინფორმაცია დაადასტურა და იმავე გააკეთა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამაც.
თუ კარლოს ვაჟი, დავიდე ანჩელოტი, პირადი ან პროფესიული ვალდებულებების გამო ბრაზილიაში ვერ იმუშავებს, კარლო საკუთარ ასისტენტად ლეგენდარულ კაკას მოიზრებს. კაკასა და ანჩელოტის ერთად "მილანსა" და "რეალში" უმუშავიათ (დავიდე ანჩელოტი „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება).
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Carlo Ancelotti wants Kaká to be his assistant coach for Brazil, according to CNN Brasil. The two go back a long way. 👀🇧🇷 pic.twitter.com/raC1OURx3v
— 433 (@433) May 14, 2025