უეფამ ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ხუთშაბათს უეფამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. გადაწყვეტილება სამშაბათისა და ოთხშაბათის მატჩების შემდეგ მიიღეს. ოთხშაბათს საღამოს, ლიგის ფაზის მეორე ტური დასრულდა და ამ შეხვედრებში, ჯამში 46 გოლი გავიდა.
ტურის საუკეთესო ფეხბურთელად, ბრედლი ბარკოლა დასახელდა, რომელმაც ლასკის წინააღმდეგ, ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ლივერპულმა ეს მატჩი დიდი ანგარიშით, 3:6 მოიგო. პსჟ-დან 145 მილიონად შეძენილმა ფეხბურთელმა, ახალ გუნდში, სადებიუტო გოლები სოწრედ ამ შეხვედრაში გაიტანა. მეორე ადგილი, ბრიუგეში მოთამაშე ნიკოლო ტრეზოლდიმ დაიკავა, რომელმაც ინტერს ასევე სამი გოლი გაუტანა.
მესამეზე ჰარი კეინი გავიდა. ინგლისელმა ფორვარდმა ვიკინგთან, დუბლი შეასრულა. მეოთხე პოზიცია კი ბარსელონას ვარსკვლავს, ლამინ იამალს ერგო, რომელმაც გალათასარაისთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
🚨🚨| OFFICIAL: Bradley Barcola is Champions League Player of the Week. 🏅🇫🇷 pic.twitter.com/2ku66JnVFA
— CentreGoals. (@centregoals) October 15, 2026