Belive

კარლო ანჩელოტი: "ბელინგემს გოლების გატანა არ ევალება"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024-25 წლების სეზონში, ჯუდ ბელინგემს ჯერ გოლი არ გაუტანია, რაც ცოტა მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ პირველ სეზონში, ყველა ტურნირზე, 23 გოლი შეაგდო. კარლო ანჩელოტიმ განმარტა, რომ ბელინგემის გოლები მხოლოდ ბონუსია მადრიდის "რეალისთვის", თავად ჯუდს კი გუნდში გაცილებით სხვა, უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ჩვენ კმაყოფილი ვართ მისი მუშაობით, ის ბევრს მუშაობს, ყოველთვის სწორ ადგილზეა, კონკურენტულია, იბრძვის, თავს წირავს. მართალია, გოლი არ გაუტანია. მაგრამ ეს პრობლემა არაა. სიურპრიზი იყო შარშან, როდესაც მან ბევრი გოლი გაიტანა და ამას არავინ ელოდა.

ჩვენ ყოველთვის გვიტანთ გოლს მაშინ, როცა გვჭირდება. ჯუდი ჩვენთვის ამ მომენტში იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე გოლებია. მისი საქმე გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე შეხვედრას, დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება. კილიან მბაპე და ბელინგემი სასტარტო შემადგენლობისთვის მზად არიან.

სხვა სტატიები