Belive

ჟოზე მოურინიო: "რეალის მთავარი პრობლემა ბევრი ვარსკვლავია, რომელთაც დიდი ეგო აქვთ"

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, 63 წლის ლეგენდარულმა პორტუგალიელმა - ჟოზე მოურინიომ, რეალისა და ბაიერნის პირველი დაპირისპირება შეაფასა და რეალის 'პრობლემაზე' ისაუბრა.

ჟოზემ აღნიშნა, რომ 'სამეფო კლუბის' მთავარი პრობლემა და წარუმატებლობა გუნდში ბევრი ვარსკვლავის ყოლაა, რომლებსაც უფრო დიდი ეგო აქვთ, ვიდრე სათამაშო ინტელექტი.

"ადრეც მითქვამს - ამ გუნდში ბევრი ვარსკვლავი მოთამაშეა და ყველას სურს მთავარი როლი ითამაშოს. ზოგჯერ ეს პრობლემად იქცევა. ფეხბურთი მხოლოდ ინდივიდებზე არ არის, ეს კოლექტივზეა დამოკიდებული.

კილიან მბაპეს გარეშე ისინი უფრო დაბალანსებულად გამოიყურებიან, რადგან გუნდი უფრო ერთიანად თამაშობს. ამდენი სუპერვარსკვლავის არსებობისას ყველას სურს ბრწყინვალება, ყველას სურს გადამწყვეტი იყოს.

ყველა ოქროს ბურთზე ფიქრობს. არის მბაპე, ჯუდ ბელინგემი, ასევე ვინისიუს ჯუნიორი - ყველა წარმოუდგენელი მოთამაშეა, ყველას შეუძლია თამაშების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რამაც შეიძლება დისბალანსი შექმნას.

მათ ნამდვილი წარმატების ერთადერთი გზაა ეგოს გვერდზე გადადება, ინდივიდუალური ჯილდოების დავიწყება და გუნდისადმი სრული ერთგულება. მათ უნდა გაიღონ მსხვერპლი, ერთად დაიცვან თავი და ენდონ ერთმანეთს, სხვანაირად წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია..." - ჟოზე მოურინიო

ჟოზე მოურინიო რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2010-2013 წლებში იკავებდა. მან გუნდთან ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

ბაიერნისა და რეალის საპასუხო მატჩი 15 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები